Monday, March 31, 2014

სასწავლო პროექტი

პროექტის  სახელწოდება: სამკუთხედი. სამკუთხედის სახეები კუთხეების მიხედვით.

პროექტის მთავარი იდეა-თემა: მოსწავლეებს შეეძლოთ განასხვავონ სამკუთხედები მისი კუთხეების მიხედვით.

პროექტის აქტუალობა: პრაქტიკული და გამოთვლითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. ლოგიკური მსჯელობა.

პროექტის მიზნები: სამკუთხედების კლასიფიკაციის უნარის განვითარება. კლასიფიკაციის ცნების არსის  უკეთ გააზრება. სამკუთხედის უტოლობის წარმოდგენა და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარის განვითარება.

მონაწილეთა ასაკი:  13 წლის.

ვადები/ხანგრძლივობა:  2 დღე.

მოსალოდნელი შედეგები:  თვით მოსწავლეებმა შესაძლებელია აღმოაჩინონ სამკუთხედის უტოლობა, რომ ნებისმიერ სამკუთხედში ყოველი გვერდის სიგრძე ნაკლებია სხვა  ორი გვერდის სიგრძეთა ჯამზე.

პროექტისათვის საჭირო  ძირითადი  რესურსები:  სახელმძღვანელო,  სამკუთხა სახაზავი, ტრანსპორტირი, ცარცი, დაფა, სახაზავი.

პროექტის  მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

1. აქტივობა - დაფაზე გამოვსახავ ABC სამკუთხედს. განვმარტავ, რომ  „სამკუთხედი  არის სიბრტყის ნაწილი, რომელიც  სამი მონაკვეთითაა  შემოსაზღვრული“. განვმარტავ, რომ AB,BC, AC  მონაკვეთები ამ სამკუთხედის გვერდებია. A,B,C  წერტილები ამ სამკეთხედის წვეროებია. დაფაზე ვასრულებ მსხვილკუთხა, მართკუთხა და ბლაგვკუთხა სამკუთხედების ნახაზს, ვაყალიბებ თითეული მათგანის განმარტებებს. 

ბლაგვკუთხა

მართკუთხა

მახვილკუთხა


განვსაზღვრავ, რომ სამკუთხედის კუთხეებს და გვერდებს  სამკუთხედის ძირითადი ელემენტები ეწოდება. განსაზღვრებიდან გამომდინარე თავისით მივლენ იმ დასკვნამდე, რომ სამკუთხედში არ შეიძლება იყოს ორი მართი ან ორი ბლაგვი კუთხე, რადგან   სამკუთხედის კუთხეების ჯამი  1800-ია.

 2 აქტივობა- დაფასთან გამომყავს მოსწავლე და ვაძლევ სამუშაოს:  მოცემულია მონაკვეთები. AB=4 სმ, BC=3 სმ, AC=2 სმ. 

შეიძლება თუ არა, რომ ეს მონაკვეთები  რაიმე სამკუთხედის გვერდები იყოს? პასუხი: არ შეიძლება, რადგან ნებისმიერ სამკუთხედში ყოველი გვერდის სიგრძე ნაკლებია  სხვა  ორი გვერდის სიგრძეთა ჯამზე.

 3 აქტივობა -  კლასს ვყოფ ჯგუფებად, ვურიგებ ფურცელზე დაწერილ სამუშაოს , ვირჩევ ჯგუფის ხელმძღვანელს .

I.                    ჯგუფი მუშაობს საჭირო რესურსების მოძებნაზე.

II.                 ჯგუფი მუშაობს პროექტის იდეის განსაზღვრაზე.

III.               ჯგუფი ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ცნობებს ,რომ სამკუთხედის თვისებებს მხოლოდ მათემატიკოსები არ იკვლევდნენ.

საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

პროექტი პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის იმ სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებმა უნდა შეძლონ  სამკუთხედის განსაზღვრება მისი კუთხეების მიხედვით. გააკეთონ დასკვნა სამკუთხედის, უტოლობის  შესახებ.

პროექტის ხელმძღვანელი: ია ძაგნიძე.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:iadzagnize@gmail.com


პროექტის ვებ. გვერდი ბლოგი: iadzagnidze.blogspot.com